კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული პრინციპი არის ბოროტება და მათი მექანიკური დაჯამება, კიდევ უფრო დიდი ბოროტებაა.
_ მაჟორიტარული სისტემა ჩემთვის მიუღებელ ორპარტიულ სისტემას ქმნის, ხელს უწყობს ფინანსურ და პოლიტიკურ ელიტებს ხელისუფლების მონოპილიზებაში. ამ პრინციპით დაკომპლექტებული პარლამენტი ვერ გამოხატავს საზოგადოების მრავალფეროვნებას. ამერიკაში არის მაჟორიტარული სისტემა., თუმცა მათ თავიანთი საქმე იციან და მე მგონია, რომ ჩვენ ჩვენს საქმეზე უნდა ვიფიქროთ, _ თქვა ვახუშტი მენაბდემ.