ცოტა ხნის წინ “გურია ნიუსს” მოქალაქე დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.
როგორც სოფო ჯებაშვილი ამბობს, ოზურგეთში, სოფელ ორმეთში ოთხი დღეა, მისი ორი შვილია ჩარჩენილი და მათთან კონტაქტზე ვერ გადის.
“ბებია-ბაბუასთან მყავდა დატოვებული, ხიმშიაშვილების ოჯახში. ოთხი დღეა კონტაქტზე ვერ გავდივარ. სოფელში ტექნიკა ვერ შედის, არც გაზია, არც წყალი, არც დენი.
ერთ შვილს გულის მანკი აქვს, ეგებ წამალი სჭირდება. გვიშველეთ… ვესაუბრე მერის წარმომადგენლებსაც, მაგრამ ტექნიკა ვერ შედისო.
სოფელში ვერავის ვერ ვუკავშირდები. პოლიციაცაა ჩართული, მაგრამ დიდთოვლობის გამო, ტექნიკა ვერ შედისო.
არ ვიცით რა უნდა ვქნათ!” _ ამბობს “გურია ნიუსთან” სოფო ჯებაშვილი.
ბავშვები 9 და 12 წლის არიან.
დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” შესაბამის უწყებებში არკვევს.