ცნობილი მსახიობი დოდო აბაშიძე ცხოვრებისეული “კარიერის” დასაწყისში მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობდა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აბაშიძე ზემელზე პურის მაღაზიაში “მოღვაწეობდა”. თურმე აწონისას ცოტას იპარავდა და გურამ ლორთქიფანიძის მოგონებით, თავის მშიერ საძმაკაცოს უნაწილებდა.
ერთხელაც თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები მივიდნენ კონტროლზე, ამ საქმეს მაშინ სტუდენტებს ავალებდნენ. დოდოს სავაჭრო ობიექტში ეროსი მანჯგალაძე და ბადრი კობახიძე მოხვდნენ.
ეროსი მანჯგალაძეს მიუმართავს – “პატივცემულო, მომხმარებელს რატომ ატყუებო”. შენ ვინ გკითხავსო, უთქვამს დოდოს და წაურტყია ალიყური.
გავიდა რამდენიმე წელი. დოდო აბაშიძემ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. რასაკვირველია მალე ეროსი მანჯგალაძესაც შეხვდა, რომელმაც იცნო: “თქვენ ის მეპურე არა ხართ, ალიყური რომ მითავაზეთო? ძალიან გთხოვთ, ამ ინციდენტს ნურავის მოუყვებით”. მაგრამ დოდო აბაშიძე, როგორც ანეკდოტს, ყველგან ყვებოდა თურმე.
ავტორი