https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“კონტროლის  გასამკაცრებლად” თუ “ხარჯების ოპტიმიზაციისთვის” მიღებული ცვლილება?!

9:40; 20.11.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

1 ნოემბრიდან, საჯარო მოსამსახურეებს უნებართვო დამატებითი საქმიანობა და ანაზღაურების მიღება შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ _ გამონაკლისის გარდა, იკრძალება მეორე სამსახურის მოძიება საჯარო სექტორში. ზემდგომების წერილობითი ნებართვის გარეშე დარღვევა იქნება სხვა სარგებლის მიღებაც.

“შეუძლებელია 8 საათი ორ ან სამ სხვადასხვა სამსახურში იმუშაო, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს _ თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არაა ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამისათვის უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება”, _ ამის შესახებ, ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ახალი კანონი შეაფასა, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია მოხდება, რაც საჯარო სამსახურის უფრო სწორად მუშაობას უზრუნველყოფს.

როგორც 28 ოქტომბერს გამოცემულ მთავრობის დადგენილება #482-ში წერია:

“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-20 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, განისაზღვროს საჯარო სამსახურში, აგრეთვე, იმავე დაწესებულებაში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში (შემდგომში − საჯარო დაწესებულებები) “ის საქმიანობები/ფუნქციები, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო დაწესებულებებში”, თანდართული სახით.

მუხლი 2

შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო დასაშვებია:

ა) მხოლოდ ამ დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობების/ ფუნქციების გახორციელებისას, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული იმ პირების მიერ, რომელთა შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი);

ბ) საჯარო დაწესებულების მიერ უცხოურ ორგანიზაციასთან გაფორმებული სასესხო ან/და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროგრამის შესაბამისად, იმავე ან/და სხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ, რომლებიც საქმიანობენ შესაბამისი პროგრამის ფარგლებში;

გ) საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში (საარჩევნო კომისიები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი, უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატი, საოლქო საარჩევნო კომისიები) დამხმარე და ტექნიკური საქმიანობის გამახორციელებელი პირებისთვის”.

“ქართული ოცნების” მთავრობა ირწმუნება, რომ ასეთი მიდგომა “ხარჯების ოპტიმიზაციისთვის” არის აუცილებელი; ხოლო სადავო პარლამენტმა, ცვლილებების დამტკიცებისას, მიზნად – “ინტერესთა კონფლიქტის” უფრო ეფექტიანად აღმოფხვრის აუცილებლობა დაასახელა.

_ როგორ შეაფასებთ, ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საჯარო მოხელეებს 2 სამსახურში ერთდროულად მუშაობა ეკრძალებათ? _ აღნიშნული კითხვით ჩოხატაურის საკრებულოს წევრს პარტია “ლელოდან”, მამუკა ცინცაძეს მივმართეთ:

_ იურისტი არ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ საჯარო მოხელეებზე კონტროლის გასამკაცრებლად შექმნეს. კი იძახიან რომ ცვლილება არ ეხებათ მასწავლებლებს, მაგრამ, მგონია, რომ ჩადებული ნაღმია და წინასაარჩევნოდ გამოიყენებენ მათ დასაშანტაჟებლად. რეპეტიტორი ვინც არის ან სხვა სკოლაში ასწავლის, სხვაგან მუშაობს, ყველა აღრიცხვაზე ეყოლებათ, რადგან დირექტორის ნებართვის გარეშე სხვაგან მუშაობა არ შეუძლიათ.

ჩვენს კითხვებს (ICFRP) შრომის, დასაქმების, სოციალური საკითხებისა და მოქალაქეობის სექციის (SOC) ხელმძღვანელი ქეთევან ყაჭეიშვილი წერილობით პასუხობს:

“დასმულ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხების გაცემამდე უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო შრომით სამართლებრივი ურთიერთობები, რომელიც თავისი არსითა და ფორმით სუბორდინაციულ სამართალურთიერთობათა კატეგორიას განეკუთვნება, მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის სამოხელეო სამართლის კანონმდებლობით, რაც, თავის მხრივ, უნდა გამომდინარეობდეს და ეფუძნებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებების სტანდარტებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის 30-ე მუხლით (ახალი რედაქციით 26-ე მუხლი) დაცულია არა მხოლოდ უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო და შეინარჩუნო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისგან და ისეთი რეგულირებისგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება, II, 19).

შრომის უფლება, როგორც მნიშვნელოვანი სოციალური დაცვის გარანტია, აგრეთვე, აღიარებულია მრავალი საერთაშორისო ინსტრუმენტით (მათ შორის: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ევროპის სოციალური ქარტია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #158-ე კონვენცია დასაქმების შეწყვეტის შესახებ),  რომელთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე მრავლისმომცველი მოწესრიგება ასახულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტში. კერძოდ, პაქტის შესაბამისად, სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის შესაძლებლობას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მუხლი 6, ნაწილი 1).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შრომის უფლებას კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების მოქმედების სფეროში აქცევს (ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის გზამკვლევი, 31 აგვისტო 2021, პარ. 90-103 ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://cutt.ly/AIe5qjD ზ. შველიძე, შრომით დავებზე საქართველოს სასამართლო პრაქტიკა –გადაწყვეტილებათა კრებული, თბილისი, 2020, გვ. 138, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://cutt.ly/hIe5imF).  აღნიშნულს განაპირობებს ის გარემოება, რომ პირადი ცხოვრება მოიცავს პირის უფლებას, ჩამოაყალიბოს და განავითაროს პროფესიული და საქმიანი ხასიათის ურთიერთობები სხვა ადამიანებთან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Oleksandr Volkov v. Ukraine, პარ. 165 ).

2025 წლის პირველი ნოემბრიდან, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სამსახურში (გამონაკლისის გარდა) ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება დაუშვებელი იქნება, კერძოდ, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს არ ექნებათ უფლება დაიკავონ სხვა ანაზღაურებადი სამუშაო სხვა საჯარო სამსახურებში.

ამასთან, კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპებსა და სახელმწიფო საწარმოებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება ექნებათ, ასრულებდნენ რაიმე სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, ეკავოთ აკადემიური თანამდებობა ან იღებდნენ სხვა სარგებელს მხოლოდ ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტარმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, 2 პოზიციაზე დასაქმებულ საჯარო მოხელეს ანაზღაურების დაბრუნება მოუწევს: “თუკი ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების მიუხედავად, პირი არის დასაქმებული ორ ანაზღაურებად სამსახურში კანონის საწინააღმდეგო, ვალდებული იქნება გათავისუფლდეს ორივე სამსახურიდან, 2 წლის განმავლობაში აეკრძალება სხვა საჯარო სამსახურში დასაქმება და ვალდებული იქნება ანაზღაურება, რომელსაც კანონის დარღვევის პერიოდში იღებდა, დააბრუნოს ბიუჯეტის სასარგებლოდ“.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განმარტებით: “სიახლე ვრცელდება განათლების სექტორზეც. კერძოდ, ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას, საჯარო მოსამსახურე და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირი, მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით შეძლებს _ ხელმძღვანელის თანხმობას ერთწლიანი ვადა აქვს.

რაც შეეხება “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებას, ამ შემთხვევაშიც, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობაა საჭირო, რომელიც კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაიცემა.

საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ–ში, საჯარო ა(ა)იპ–ში ან შპს–ში) პარალელურად შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს კერძო სექტორში მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით. თანხმობას ამ ერთწლიანი ვადა აქვს.

თანხმობების გაცემაზე გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში მიიღება და მისი გასაჩივრება კანონის მოქმედებას არ აჩერებს“.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, ისიც ითქვა, რომ “მთავრობას ექნება შესაძლებლობა, შექმნას ე.წ. დეფიციტური პროფესიების სია და იმ უწყებების ჩამონათვალი, რომელზეც არ გავრცელდება კანონის ეს განაწესი“.

ასეთი გამონაკლისია სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობა, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობა.

გთავაზობთ განათლების სფეროში დასაქმებულთა ჩამონათვალს, ვის მიენიჭა უფლება, პარალელურად იმუშაოს საჯარო სამსახურში:

ა) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტი;

გ) ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი;

დ) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი;

ვ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი;

თ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი;

ი) სააპელაციო საბჭოს წევრი;

კ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოს რეცენზენტი/ტექნიკური რეცენზენტი;

ლ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ–პედაგოგი;

მ) ადრეული, სკოლამდელი აღზრდისა და არაფორმალური განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ–პედაგოგი;

ნ) ტესტების/საგამოცდო მასალების შემქმნელი;

ო) საგამოცდო პროცესის მეთვალყურე;

პ) საგამოცდო პროცესის რეგისტრატორი;

ჟ) ბრაილის ოპერატორი; ბრაილის კორექტორი; ბრაილის ტესტების რედაქტორი; ბრაილის ექსპერტი;

რ) გამსწორებელი;

ს) ტესტური დავალების ლაპარაკის ნაწილის შერჩევის სპეციალისტი;

ტ) ზეპირგამომცდელი (KET, PET, CAE, YLE და FCE გამოცდები);

უ) განათლების ექსპერტი: პროფესიული განათლების ექსპერტი/დარგობრივი/მეთოდოლოგიური ექსპერტი, კვალიფიკაციების შემუშავებაში/განვითარებაში ჩართული დარგის ექსპერტები და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის სპეციალისტები;

ფ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი;

ქ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შემქმნელი;

ღ) პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი;

ყ) ინკლუზიური განათლების სპეციალისტი;

შ) საგანმანათლებლო სფეროში სოციალური მუშაკი;

ჩ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური;

ც) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი (მათ შორის, სპეციალიზებული საკონსულტაციო მიმართულებითა და ქცევის სირთულეების მიმართულებით);

ძ) საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორი;

წ) პროფესიული ზედამხედველი (ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების, ფსიქოლოგიური, სოციალური მუშაობის მიმართულებით).

კანონით, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, პარალელურად ახორციელებდეს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც მაქსიმუმ 1 წლის ვადა აქვს, ხოლო “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება ასევე ხელმძღვანელის წერილობით თანხმობას საჭიროებს, რომელიც გაიცემა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით.

ამასთან, საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს არ შეუძლია პარალელურად დასაქმდეს საჯარო სექტორში, გარდა გამონაკლისებისა, რომელსაც მთავრობის დადგენილება საზღვრავს კონკრეტული სფეროების მიხედვით. თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა ხელმძღვანელის მაქსიმუმ 1-წლიანი ნებართვა.

იმ შემთხვევაში, თუ საჯარო მოსამსახურე ამ მოთხოვნებს დაარღვევს, ის გათავისუფლდება ყველა დაკავებული თანამდებობიდან. მას გათავისუფლების დღიდან 2 წლის განმავლობაში არ ექნება უფლება დაიწყოს მუშაობა საჯარო სამსახურში. ამასთან, მას ეკისრება კომპენსაციის გადახდა შესაბამისი დაწესებულებების ბიუჯეტების სასარგებლოდ, დაკავებული თანამდებობების დატოვების ვალდებულების წარმოშობიდან გათავისუფლებამდე პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობით, რაც ჩვენი აზრით არსებული სოციალურ–ეკონომიკური გამოწვევების, მათ შორის სახელფასო სარგოს ოდენობისა და მაღალი სიღარიბის დონის გათვალისწინებით არაპროპორციულია და შესაბამისად საჭიროებს კორექტირებას შესაბამისი სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობის, საექსპერტო კვლევებისა და საქართველოს უზენაესი/საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილებათა/ განმარტებათა გათვალისწინებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად შრომის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო იხ. გადაწყვეტილება #2/4-24, 28.02.1997)” ,_ წერია ქეთევან ყაჭეიშვილის მიერ მოწოდებულ წერილობით პასუხში.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

მამუკა ცინცაძექეთევან ყაჭეიშვილი
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო

22:00; 15 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

20:41; 15 იანვარი, 2026
პოლიტიკა

აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს

12:28; 15 იანვარი, 2026
პოლიტიკა

„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

11:41; 14 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13 იანვარი, 2026

"თხილის და ქაფშიას ფასის ტანდემი რწყილისა და ჭიანჭველას მსგავსად მიუყვებიან გზას" _  რატომ ბრაზობენ გურულები

ოზურგეთში გახმოვანების სისტემის მოწყობა იგეგმება

ყველა სიახლე

ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერაფერს გამოაპარებთ                                                                                          

10:22; 16.01.2026
ზაფრანი

როგორ ზეგავლენას ახდენენ ქმრებზე ცოლები

10:19; 16.01.2026
ზაფრანი

რომელი ქვაა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თილისმა

10:12; 16.01.2026
ზაფრანი

როგორ შეიქმნა ზოდიაქოს ნიშნები

10:09; 16.01.2026
სპორტი

ისტორიაში პირველად: საქართველოს წარმომადგენელი სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

10:06; 16.01.2026
სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა

10:00; 16.01.2026
საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15.01.2026
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო

22:00; 15.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

20:41; 15.01.2026
საზოგადოება

საქართველოს ბაზარზე კიბოს გამომწვევი “ტყლარწი” გამოვლინდა

17:36; 15.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:55; 15.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

16:38; 15.01.2026
სამართალი

ComCom-მა „ჯი-დი-ეს თი-ვი” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის გააფრთხილა

16:06; 15.01.2026
სამართალი

პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

16:02; 15.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო