ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 27 შემთხვევა დაფიქსირდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ინფიცირების 27 შემთხვევიდან 1 სოფელ შრომაში დაფიქსირდა, სადაც სასწავლო პროცესზე დაწესებული შეზღუდვები უკვე მოიხსნა, მაგრამ ბლოკპოსტი კვლავ ადგილზე რჩება.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 3618 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3467 ადამიანი, გარდაცვლილია 37.