ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ “გურია ნიუსისთვის” მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 2885 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2669 ადამიანი, გარდაცვლილია 24.
რაც შეეხება ინფიცირების აქტიურ შემთხვევებს, 152 ინფიცირებულიდან სტაციონარში მკურნალობას 31 ადამიანი გადის, საკარანტინე სივრცეში 41 ადამიანი იმყოფება, 80 ინფიცირებული კი მკურნალობას ბინაზე გადის.
ცნობისთვის, გასულ 24 საათში, ოზურგეთში კორონავირუსზე 228 ტესტი ჩატარდა. სულ კი ოზურგეთში 15 006 ტესტია ჩატარებული.