საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5866-ს შეადგენს, რომელთაგან გამოჯანმრთელებული 2324 ადამიანია, გარდაცვლილი 33.