ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა მიაწოდა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, ლანჩხუთში სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 1468 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1365 ადამიანი, გარდაცვლილია 15.