კორონავირუსი 12-ჯერ უფრო სასიკვდილოა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ამის შესახებ The Washingtonpost-ის ინფორმაციით, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი.
პანდემიის გავრცელების პირველ ოთხ თვეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გულის დაავადებებით, დიაბეტით, ქრონიკულად დაავადებული ადამიანები, რომლებიც დაინფიცირდნენ კორონავირუსით, 6-ჯერ უფრო ხშირად მოხვდნენ საავადმყოფოში.
გარდა ამისა, ისინი 12-ჯერ მეტად გარდაიცვალნენ ვიდრე შედარებით ჯანმრთელი ადამიანები.
მონაცემები შეესაბამება ცნობებს, რომლებიც აჩვენებს პანდემიის არაპროპორციულ გავლენას დაავადებულ პაციენტებზე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსს 114 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2 მილიონზე მეტი შემთხვევა კი დადასტურდა.