Guardian-ის ინფორმაციით, ოქსფორდის აცრის პროგრამის ხელმძღვანელმა პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა განაცხადა, რომ კორონავირუსი აღარ არის ვაქცინირებული ადამიანების დაავადება.
მისი თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში ძირითადად არავაქცინირებული პაციენტები წვანან.
“ზოგადად, კოვიდ-19 აღარ არის ვაქცინირებულების დაავადება. ვაქცინები ზღუდავენ მის სულის შემხუთველ ზიანს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა”, – აღნიშნა ენდრიუ პოლარდმა.