Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოაჩინეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქათმის ფრთიდან ნიმუში დაავადების კონტროლოს ეროვნულმა ცენტრმა სკრინინგის სტანდარტული პროცედურის ფარგლებში გამოიკვლია, რომელსაც ჩინეთი იმპორტირებულ ხორცისა და ზღვის პროდუქტებზე ახორციელებს მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში პეკინში ვირუსი ბაზრობიდან გავრცელდა.
მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ყველა ის პირი გამოიკვლია, რომელსაც, შესაძლოა, ქათმის ფრთების აღნიშნულ პარტიასთან რამე კონტაქტი ჰქონოდა, თუმცა, ჯერჯერობით, კორონავირუსი არავის დადასტურებია.
ბრაზილიის საელჩოს პეკინში კომენტარი აღნიშნულ საკითხზე დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია.