კოვიდინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია ოზურგეთის საჯარო სკოლებშიც. ამ დროისთვის ოზურგეთის 8 სკოლაში სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურად მიმდინარეობს, 4 სკოლაში კი დისტანციურ ჰიბრიდული სწავლაა.
არსებული მონაცემებით, მოსწავლეებში ტემპერატურის დაფიქსირების გამო დაიხურა დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა. მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ვირუსის დაფიქსირების გამო დახურულია მელექიდურის საჯარო სკოლა, სრულად დისტანცირებულ სწავლებაზეა მასწავლებლის ინფიცირების გამო ზემო ნატანების საჯარო სკოლა. მასწავლებლების ინფიცირების გამო სრულად დისტანცირებული სწავლაა დვაბზუს საჯარო სკოლაშიც, კორონავირუსი დაუდასტურადათ დაბა ურეკის საჯარო სკოლის მასწავლებლებსაც, რის გამოც სწავლა სრულად დისტანცირებული ფორმით მიმდინარეობს. მასწავლებლების ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ცხემლისხიდის, გომის და გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლებშიც, სადაც სწავლა ასევე სრულად დისტანციურად მიმდინარეობს.
დისტანციურ ჰიბრიდული სწავლაა მერიის საჯარო სკოლაში, სადაც კორონავირუსი 2 მასწავლებელს დაუდასტურდა. მოსწავლის ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში, მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთის 1-ელ საჯარო სკოლაშიც. მასწავლებლის ინფიცირების გამო კი ჰიბრიდულ დისტანციური სწავლაა სილაურის საჯარო სკოლაშიც.
სულ ოზურგეთში გამოვლენილია კორონავირუსის 13863 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 12684 პაციენტი, გარდაცვლილია 92.