საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის 150 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.































































