დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ვაჟს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში „გურია ნიუსს განუცხადეს, მართალია ნიკოლოზ გამყრელიძეს ვირუსი აქვს, მაგრამ ის ცალკე ცხოვრობს და ამირან გამყრელიძე მასთან ახლო კონტაქტში არ ყოფილა, რომ მის ჯანმრთელობას ამ კუთხით რამე საფრთხე ემუქრებოდეს.