ირანში ქალაქ ბენდერ-აბასში ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა დაეწვა საავადმყოფო, სადაც სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები გადაიყვანეს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ტელეარხ Iran International-ის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.
მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოსთან შეკრებილი მოსახლეობა კორონავირუსით დაინფიცირებული პირების გადაყვანას აპროტესტებდნენ.
თუმცა სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.