კახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა.
როგორც ცნობილია, „კოვიდ-19“ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები ადგილზე იმყოფებიან და ინფიცირებულის კლასტერს იკვლევენ.
როგორც ყვარლის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ტელმან ხვედელიძე აცხადებს, ინფიცირებული 50 წლამდე ქალი სასწრაფოს დახმარების ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა.
მისივე თქმით, ქალს რისკჯგუფის მქონე ადამიანებთან კონტაქტი არ ქონია. პრევენციის მიზნით, მედიკოსების გამოკვლევის დროს კორონავირუსი მას „პისიარ“ ტესტით გამოუვლინდა.
ეპიდემიოლოგები ყვარლის მედპერსონალის დამატებით გამოიკვლევენ.