ლანჩხუთში 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული მე-5 კლასის მოსწავლეა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო მენაღარიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მოსწავლის ინფიცირების წყატო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ გამხდარა.
„კლასი გადაყვანილია დისტანციურ სწავლებაზე. მასწავლებლები ახალი გატესტილები არიან და ჯანმრთელად არიან. ინფიცირება არ აქვს დადასტურებული არც მოსწავლის მშობლებს. 12 დღე უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
სულ ლანჩხუთში დადასტურებულია კორონავირუსის 1520 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1476, გარდაცვლილია 16 პაციენტი.
ბოლო 24 საათში კი კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.