გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა.
როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე განმარტავს, ინფიცირებული მოსწავლე არათუ სკოლაში, ლანჩხუთშიც კი არ იმყოფებოდა.
“ეს ბავშვი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, სკოლაში არ მოსულა, სოფელ ბახვის კლასტერს მიეკუთვნება. მას შემდეგ, რაც მის ოჯახის წევრებს დაუდგინდათ ვირუსი, იზოლაციაში იყო, ლანჩხუთში საერთოდ არ ჩამოსულა”, _ გვითხრა ნინო ჩიტაძემ.




































































