ჩინელმა მკვლევარებმა მამაკაცის სპერმაში კორონავირუსი აღმოაჩინეს. აღმოჩენის შემდეგ იზრდება შესაძლებლობა, რომ კორონავირუსი შესაძლოა სქესობრივი გზითაც გადავიდეს.
როგორც CNN იუწყება, ექიმებმა იანვარსა და თებერვალში 38 კაცი გამოიკვლიეს. აღნიშნული მამაკაცების 16%-ს სპერმაში კორონავირუსის მინიმალური შემცველობა აღენიშნებოდა. მათი დაახლოებით მეოთხედი ინფექციის მწვავე ეტაპზე იმყოფებოდა, დაახლოებით 9 % კი გამოჯანმრთელებული იყო.
„ჩვენ კორონავირუსთან ერთად აღმოვაჩინეთ SARS-CoV-2 სპერმაში, SARS-CoV-2 შესაძლოა გამოჯანმრთელებული პაციენტის სპერმაშიც გამოვლინდეს“,_ აცხადებენ ექიმები.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეს არ არის გასაკვირი, რადგან ებოლა და ზიკა ვირუსები გავრცელდა მამაკაცის სპერმაში, ზოგიერთ შემთხვევაში გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
ჯერ უცნობია გავრცელდება თუ არა კორონავირუსი ამ გზით, რადგან პოვნა არ ნიშნავს, რომ ის არის ინფექციური.
ექიმები ამბობენ, რომ მსგავს პაციენტებითვის პრევენციულ საშუალებად მიიჩნევა კონდომის გამოყენება ან თავშეკავება. გარდა ამისა, ექიმები აღნიშნავენ, რომ საჭიროა ნაყოფის განვითარების მონიტორინგი.