კორონავირუსი ნიუ-იორკში ჩქაროსნულ მატარებელზე სწრაფად ვრცელდება. ამის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა და ფედერალურ მთავრობას სამედიცინო ინვენტარი სთხოვა.
„პიკი იმაზე მაღალია, ვიდრე გვეგონა და იმაზე სწრაფად დადგება, ვიდრე ვვარაუდობთ. ფედერალური დახმარება ახლავე გვჭირდება. ნიუ-იორკი აირწინაღია ქვანახშირის მაღაროში. ნიუ-იორკი პირველია. ის რაც ახლა აქ ხდება, კალიფორნიასა და ილინოისშიც მოხდება, ეს უბრალოდ დროის საკითხია“, – განაცხადა გუბერნატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც ნიუ-იორკის გუბერნატორი ამბობს, ვაშინგტონმა შტატს მხოლოდ 400 სასუნთქი აპარატი გადასცა, მაშინ როცა ნიუ-იორკს 30 ათასზე მეტი სჭირდება. გუბერნატორი ასევე აღნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების ტემპი მატულობს.
„სპეციალისტებმა მითხრეს: „აქამდე ქვეყნის მასშტაბით სატვირთო მატარებელი მოძრაობდა. ახლა კი საქმე ჩქაროსნულ მატარებელთან გვავქვს“, – განაცხადა გუბერნატორმა.
ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკში კორონავირუსის 25 ათასს შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა, გარდაცვლილია 210 ადამიანი.
როგორც ჯანმოში განაცხადეს, მოსალოდნელია პანდემიის ეპიცენტრმა ევროპიდან აშშ-ში გადაინაცვლოს.