კორონავირუსი ოზურგეთის კიდევ 1 სკოლაში დადასტურდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის საჯარო სკოლაში კორონავირუსის ერთი ფაქტი დაფიქსირდა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ვირუსი მეხუთე კლასის მოსწავლეს აქვს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ინფიცირების შემთხვევის გამო მხოლოდ მეხუთე კლასი გადავიდა სწავლების ონლაინ რეჟიმზე.
“ონლაინ სწავლებაზე გადავიდა მხოლოდ მეხუთე კლასი, დანარჩენი კლასებში სწავლა ჩვეულებრივად მიმდინარეობს და გაგრძელდება საკლასო ოთახებში“ , _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ლელა იმედაშვილმა.