ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ოზურგეთში სულ დადასტურებულია 2542 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2359 ადამიანი, გარდაცვლილია 23.