ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არც მზაობა და არც ვარაუდი ჯერ არ არის.
„საგანგებო მდგომარეობაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა. საგანგებო მდგომარეობა ჩემი ვარაუდით, იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და დაფიქსირდა შემთხვევები, რომ ინფიცირებულებმა არ იციან ვისგან დაინფიცირდა და კონტაქტის მოძიება შეუძლებელია“,_ განაცხადა ცერცვაძემ.