გამოკვლევამ დაადასტურა, რომ კორონავირუსის ახალი ვერსია უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ადამიანს არ აავადებს,_ ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გლობალურმა კვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის ახალი ფორმა სწრაფად გავრცელდა ევროპიდან აშშ-ში. ახალი ვირუსი აინფიცირებს ადამიანებს მაგრამ არ აავადებს.
“მიუხედავად იმისა, რომ G614 ვარიანტი შეიძლება იყოს უფრო ინფექციური, არ არის უფრო პათოგენური. იმედია, რომ ვირუსი შესაძლოა გახდეს ნაკლებად პათოგენური”, – ამბობენ მკვლევარები.
ახლა იმუნლოგები ცდილობენ დადგენას შესაძლებელია თუ არა ვირუსის ვაქცინით გაკონტროლება.