საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 11 შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, 11 შემთხვევიდან 9 შემთხვევა 1 დადასტურებულ კონტაქტთან კონტაქტის შედეგია.
„11 დადასტურებული შემთხვევიდან 2 ბოლნისის წყაროოა, 9 არის 1 დადასტურებულ შემთხვევევასთან კონტაქტი. გრძელდება კონტაქტების კვლევა. ახალი კლასტერი არ არის“,_ თქვა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ისინი იზოლაციაში ბინაში იმყოფებოდნენ.


































































