ჩინეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 5 უხანში გამოვლინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 შემთხვევა საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო 10 სავარაუდოდ ადგილობრივი გადაცემის შედეგია.
რაც შეეხება უხანში აღმოჩენილ 5 ახალ შემთხვევას, სამი ინფიცირებული ჯილინის პროვინციიდან ჩავიდა, ერთი ლიანონგიდან, რომელიც ესაზღვრება ჩრდილოეთ კორეას, ხოლო მეორე ჰეილოგჟიანგის პროვინციიდან, რომელიც ესაზღვრება რუსეთს.