ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რის შედეგადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი 218-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 50-ია, გარდაცვლილი 3.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განმარტა, ახალი პაციენტებიდან 2 ბათუმში, ხოლო 2 ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსდება.
ეზუგბაიას თქმით, ოთხივე შემთხვევა მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.