24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა გურიაში.
გურიის გუბერნატორი, ზურა ნასარაია “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს აცხადებს, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 5 ადამიანი არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლესაში და ერთი შემთხვევაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში.
მისივე თქმით, ამ დროისთვის გურიაში 34 ადამიანი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან.