24 საათის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 76 შემთხვევა დაფიქსირდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში 458 ტესტი ჩატარდა.
სტაციონარში მკურნალობს 132 ადამიანი, საკარანტინე სივრცეშია 201, ბინაზე კი_ 344 ადამიანია.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 316 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 496 376 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 432 506, გარდაიცვალა _ 6532 პაციენტი.
გურიაში კორონავირუსის 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
[sexy_author_bio]