ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა ჩხაკაურაში, ვანზომლეთში, ზემო ფარცხმაში, ბუკისციხესა და ჯვარცხმაში.
ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ კოვიდინფიცირების 265 შემთხვევა დასტურდება, მათგან გარდაცვლილია 1 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია, დაახლოებით, 100 კოვიდინფიცირებული.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, გურიაში კორონავირუსით ინფიცირების – 127 შემთხვევა გამოვლინდა.
სულ საქართველოში ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა არის 93 092, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 73 877, გარდაცვლილია 853 ადამიანი.