კორონავირუსის პანდემია წყვილებისთვის მძიმე გამოდგა, რადგან დახურულია საზღვრები. შეზღუდვები კი ბევრ პრობლემას უქმნის შეყვარებულებს, რომ ერთანეთს ჩაეხუტონ.
გამოცემის ინფორმაციით, 89 წლის გერმანელი, ჩრდილოეთ ფრიზიის მკვიდრი კარსტენ ტიუხსენ ჰანსენი და მისი 85 წლის დანიელი შეყვარებული, ინგა რასმუსენი ერთმანეთს უკვე ორი კვირაა ვეღარ სტუმრობენ. მიუხედავად ამისა, ისინი პაემანზე გერმანია-დანიის სასაზღვრო პუნქტზე დადიან. ამის შესახებ გამოცემა Spiegel Online-ი წერს.
როგორც გამოცემა წერს, ჰანსენი ყოველდღე პაემანზე ელექტროველოსიპედით, რასმუსენი კი ავტომობილით დადის. სასაზღვრო წითელ და თეთრ ბარიერთან(პუნქტზე) ისინი თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე სხედან, ყავას სვამენ, ორცხობილას მიირთმევენ და საუბრობენ.
„ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. ჩვენ გვაქვს ყავა და ერთი ბოთლი “Geele Köm” – სპირტიანი სასმელი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს რეგიონში, ჰანსენი მას უფროსი მიქსერს უწოდებს, ჩვენ ამას საღამოს ერთად ვსვამთ”,_ ამბობს 85 წლის ინგა რასმუსენი, რომელმაც ჰანსენი ორი წლის წინ გაიცნო და ხანდახან მის სახლში რჩება.