კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო, საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს.
შესაბამის ინფორმაციას თურქეთის საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
დიპლომატიური მისია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საკონსულოს ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ.