Jam.news-ის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების მიხედვით, საქართველო უპირობოდ “ლიდერობს“.
21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში 2 415 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, სომხეთში _ 220, ხოლო აზერბაიჯანში – 255 შემთხვევა.
21 ივლისს, საქართველოს 26 მოქალაქე ჰყავდა გარდაცვლილი, სომხეთს _ 1 და აზერბაიჯანს ასევე 1.
21 ივლისის მონაცემებით, სულ გარაცვლილთა სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასეთია:
საქართველო _ 5 618; სომხეთი _ 4 573; აზერბაიჯანი _ 4 992 ადამიანი.
ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამურად: საქართველო _ 393 360; სომხეთი _ 227 936; აზერბაიჯანი _ 338 438.