საქართველოში კოროკორონავირუსს კიდევ ერთი, მე-11 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა აჭარაში მოხდა.
კლინიკა „მედალფას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი 81 წლის კაცია. ის ქობულეთის კლასტერიდან იყო. ბოლო რამდენიმე დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
81 წლის კაცის მეუღლეც კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
სულ ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 638, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 317.