CNN-ის ინფორმაციით, პიცბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ბინგ ლიუ, რომელიც კორონვირუსთან დაკავშირებით მიშვნელოვან დასკვნებს აკეთებდა, მოკლული იპოვნეს.
მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ადგილას აქვს ჭრილობა მიღებული.
გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ ადამიანმა რომლის ვინაობაც ჯერ იდენტიფიცირებული არ არის, ლიუ საკუთარ სახლში მოკლა, შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პოლიციას მიაჩნია, რომ მამაკაცები ერთმანეთს იცნობდნენ, თუმცა, ფაქტს, რომ მკვლელობა ლიუს ჩინური წარმოშობის გამო მოხდა, გამორიცხავს.