ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას, ამავე სკოლის დირექტორი ირმა მენაბდე წერს.
“ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებო და მშობლებო, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ლიხაურის საჯარო სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე 18ნოემბრიდან 30ნოემბრამდე. გთხოვთ მოაწესრიგოთ ტექნიკა და უზრუნველყოთ ინტერნეტით .საგაკვეთილო ცხრილი გამოუჩნდებათ თიმსში. ჯანმრთელობას გისურვებთ.“
“გურია ნიუსისთვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ ერთი კვირით მოიხსნა სააღმზრდელო პროცესი ლიხაურის საბავშვო ბაღში.
ლიხაურელი ირმა გორდელაძე ფეისბუქში წერს:
“ იშვიათად ვწერ ამ თემაზე, რადგან საახლობლოში ბევრი გადაქაჩული მყავს, რომელიც მედლის მოლოდინშია ან თავი გმირი ჰგონია და გაიძახის-არ ავიცრები!
ხოდა რას გეტყვით ახლა თუ იცით?
ერთმა უპასუხისმგებლო მშობელმა (ჭანიეთში) კოვიდიანი ბავშვი გამოუშვა ბაღში… დაინფიცირდა ყველა მასწავლებელი, მათი ოჯახის წევრები, ბავშვები…
რომ გაიძახით ეს უგუნურნიი…დავიჩიპებით! მიგვაერთებენ! გვმართავენ!…თქვე ბაბუაცხონებულებოოო! ყველას მობილური ტელეფონი გაქვთ, აიდპასპორტები და კიდევ ჩიპიო გაიძახით? თუ აიცერი და იმუნიტეტი გაიძლიერე დანაშაულია და კოვიდიანები რომ დადიხართ და საკუთარ და სხვების სიცოცხლეს საფრთხეს უქნით…სამოთხეში მოხვდებით თუ გმირის გვირგვინებს დაიდგამთ?
მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მაინც იქონიეთ და დაჯექით სახლში, ბავშვებს და თავს მიხედეთ!“.
სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა სასულიერო პირს, ბერს იოსებ (ღლონტს), რომელიც სოფელ ლიხაურში მოღვაწეობს.[sexy_author_bio]