საფრანგეთში საფრანგეთის მოქალაქის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა.
ამ ქვეყნის ჯანმრთელობის მთავარი სამმართველოს დირექტორის ჟერომ სალომონის ინფორმაციით, პარიზის საავადმყოფო სალპეტრიერში, ოთხშაბათის ღამეს 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
რამდენიმე კვირით ადრე, საფრანგეთში კორონავირუსით გარდაიცვალა ჩინეთის მოქალაქე, რომელიც 80 წლის იყო.