ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტ „პაქსლოვიდის“ მასობრივი გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
გამყრელიძის თქმით, პაციენტები მედიკამენტს ექიმის დანიშნულების მიხედვით იღებენ.
„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში გვაქვს ანტივირუსული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“, რომელიც ამბულატორიულ პირობებში ენიშნებათ პაციენტებს, მას საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს. 5-დღიან კურსს ვინც იტარებს, მათი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციული საჭიროება მცირდება. მოგეხსენებათ, ბევრი ტრენინგი ჩავატარეთ ექიმებში, როგორც ონლაინ, ისე კლინიკის ექიმების. იზრდება “პაქსლოვიდის” მოხმარება, უფრო მეტი ინიშნება. სადაც ჩვენებაა, ექიმი განსაზღვრავს მედიკამენტის საჭიროებას“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.