კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამტრედიაში ხვალიდან დაიწყება. ასტრაზენეკას ვაქცინა სამტრედიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ოფისში სპეციალურ პირობებში ინახება. ვაქცინა სამტრედიაში 14 მარტს, კვირას ჩამოიტანეს და ჯანდაცვის ცენტრში სპეციალური პირობების გათვალისწინებით დაასაწყობეს.
როგორც განსაზღვრულია, პირველ ეტაპზე სამტრედიელი მედიკოსები პირადი სურვილით და წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე აიცრებიან.
პროცესი 17 მარტიდან სამტრედიის ჯეო ჰოსპიტალსის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში დაიწყება.