ოზურგეთში კოვიდინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 24084 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23903, გარდაცვლილია 96.