ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა, ინფიცირების 3-ვე შემთხვევა ზემო ფარცხმაში დაფიქსირდა.
„3-ვე ინფიცირებულთან კონაქტები იყვნენ და იზოლაციაში გვყავდა. დაუდასტურდათ კორონავირუსი“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
ჯიბუტის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაბლა ციხესა და ზემო ფარცხმაში იზოლაციაში 15 ადამიანი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 2 კვირის განმავლობაში არ დადასტურებულა. ინფიცირება 2 დღის წინ ჩამოსულ პირს დაუდასტურდა, რასაც ინფიცირების ახალი შემთხვევები მოჰყვა.
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებული იყო კორონავირუსის 1127 შემთხვევა, მათგან 13 გარდაიცვალა, 1114 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.