ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
როგორც ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ლანჩხუთში ინფიცირების შემთხვევები მატულობს და თუ მოსახლეობა დადგენილ რეკომენდაციებს არ დაიცავს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ მოსალოდნელია ინფიცირების შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს.