კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო სვანეთში რეგულაციები ამოქმედდება,_ აღნიშნული განხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.
„ამ მომენტისთვის, რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“, _ განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემილოგიური სამსახური მობილიზებულია სრულად, ადგილზე იმყოფება უკვე 5 ბრიგადა, რომელიც კვლევებს დეტალურად აწარმოებს.
„მაქვს შეხვედრა საბჭოში და მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედების შესახებ, თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ“, – განაცხადა მინისტრმა.
დღეს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.































































