საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს. ის თვითიზოლაციაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.
ჯანდაცვის უწყების განცხდებით, მამაკაცს ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ტესტი ჩაუტარდა, შედეგად, ვირუსი აღარ დაუფიქსირდა.
კორონავირუსი მამაკაცს 26 თებერვალს დაუდგინეს. ის საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.