ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, _ ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 80 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილიზაციისკენ მიდის და დილის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა.
მისივე განმარტებით, 3-4 პაციენტი არის პნევმონიით, თუმცა სიტუაცია მართვადია. ამასთან, 15 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა, რომლებიც გერმანიიდან იყვნენ ჩამოსულები და კარანტინში არიან. მათი პასუხები უარყოფითია და კარანტინს დაუბრუნდნენ.
ამ დროისთვის ინფექციურში 36 პაციენტი მკურნალობს.