“გურია ნიუსის” ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის მაცხოვრებელი ზ.მ. გარდაიცვალა.
ფაქტს ჩვენთან საუბრისას მერის წარმომადგენელი დავით კვაჭანტირაძე ადასტურებს.
„კოვიდინფიცირებული კლინიკაში იყო გადაყვანილი. 60 წლამდე ან ცოტა მეტი ასაკის მამაკაცი. ის ნაოპერაციები იყო და სხვადასხვა თანმდევი დაავადებები ჰქონდა“,_ გვითხრა კვაჭანტირაძემ.