კორონავირუსით ჩოხატაურში კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი გორაბერეჟოულის მცხოვრები ქალია.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უთხრეს, ასაკოვანი ქალი კორონავირუსს დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ებრძოდა.
სულ ჩოხატაურში დადასტურებულია ინფიცირების დაახლოებით 1114 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილია 13.