საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1049 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 903-ს შეადგენს. 16 ადამიანი კი გარდაცვლილია.




































































