საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და ის 60 წლის ქალია. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
„მასთან ერთად, გადმოიყვანეს კიდევ სამი ადამიანი. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. გარდაცვლილი 60 წლის ქალბატონია. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. მას ასევე თანარსებული დაავადებები ჰქონდა“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ინფიცირებულთა გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 0,54%-ია.