ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა.
როგორც The New York Times იუწყება, ამ დროისთვის ვირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა 80-დე აღწევს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 76 ადამიანი ჰუბეის პროვინციაში დაიღუპა, შანჰაიში კი გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჩინეთის მასშტაბით ვირუსის 2 744 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 423 შემთხვევა ჰუბეიში ფიქსირდება.
ყველაზე პატარა ასაკის 9 თვის გოგონაა პეკინში, ვისაც ვირუსი დაუდგინეს.
ტაილანდსა და ჰონგ კონგში ინფექციის 8 შემთხვევა, აშშ-ში, ტაივანში, ავსტრალიასა და მაკაოში 5, სინგაპურში, სამხრეთ კორესა და მალაიზიაში 4, საფრანგეთში სამი, ვიეტნამში 2, ნეპალში კი 1 შემთხვევაა გამოვლენილი.
ჩინეთის მიღმა კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.